დონბასში უკრაინელი სამხედრო დაჭრეს
შაბათს, 22 იანვარს, დონბასში სეპარატისტებმა ოთხჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული შტაბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
"22 იანვარს, რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან ოთხჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. მტრის მოქმედებების შედეგად დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - ნათქვამია განცხადებაში.
პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ შაბათს ცეცხლი ავტომატური ნაღმტყორცნებიდან გაიხსნა, რომელთა კალიბრიც 82 მმ იყო.
უკრაინულ მხარეზე მსხვერპლი არ არის.