დუდა: უკრაინას ომში ბალანსის შესაცვლელად საკმარისი იარაღი არ აქვს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა თვლის, რომ უკრაინული ძალების განკარგულებაში არსებული იარაღის რაოდენობით, უკრაინას არ ძალუძს ომში ბალანსის შეცვლა.

ამის შესახებ მან The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დუდამ აღნიშნა, რომ პარტნიორების დახმარების წყალობით უკრაინას ახლა ბევრად უფრო თანამედროვე სამხედრო პოტენციალი აქვს, ვიდრე რუსეთს. თუმცა, მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის.

"საკითხავია: აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი იარაღი, რომ შეცვალოს ომის ბალანსი? და პასუხია ალბათ - არა. მათ ნამდვილად არ აქვთ საკმარისი იარაღი. ჩვენ ეს იქიდან ვიცით, რომ ახლა მათ არ შეუძლიათ ძალიან გადამწყვეტი კონტრშეტევის განახორციელება რუსი სამხედროების წინააღმდეგ. მოკლედ, მათ მეტი დახმარება სჭირდებათ," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონტრშეტევაში წინსვლა აქვთ, მაგრამ პროგნოზირებს, რომ ეს რთული და ხანგრძლივი ბრძოლა იქნება.

CNN-ის ცნობით, ბრძოლის ველზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დასავლელი ოფიციალური პირები ნაკლებად ელიან უკრაინის თავდაცვის ძალების დიდ წარმატებას.

მსგავსი სიახლეები