დუმის სპიკერი ვოლოდინი: ბაიდენი სუსტი, ავადმყოფი და უბედური ადამიანია

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. ბაიდენმა პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინს ყასაბი უწოდა.
"აშშ-ს პრეზიდეტმა კიდევ ერთხელ მისცა თავს უფლება ჩვენი პრეზიდენტის მიმართ არადიპლომატიური შეფასებების გაკეთების. ადრეც მითქვამს და ახლაც გავმეორდები - ასე მხოლოდ სუსტი და ავადმყოფი ადამიანი იქცევა".
ვოლოდინის თქმით, აშშ-ს მოქალაქეებს უნდა რცხვენოდეთ თავიანთი პრეზიდენტის და კარგი იქნებოდა, თუ ჯო ბაიდენი სამედიცინო შემოწმებას გაივლიდა.
"ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით. მისი ქცევა და თავშეკავება პატივისცემას იმსახურებს", - წერს ვოლოდინი.
ვოლოდინის თქმით, ამერიკელი ლიდერის მხრიდან ასეთი შეფასებების ღირსნი არ გამხდარან არც ბორის ელცინი და არც მიხაილ გორბაჩოვი.
"ბაიდენის სიტყვები - უძლურებით გამოწვეული ისტერიაა."