დუმის ვიცე-სპიკერი: ვფიქრობ პოლონეთის საზღვარზე გავჩერდებით

რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერის თქმით, რუსეთი უკრაინაში აუცილებლად გაიმარჯვებს და მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს ომს, რაც რუსეთის ჯარები პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან გაჩერდებიან. ამ და სხვა საკითხებზე პიოტრ ტოლსტოიმ იტალიურ გაზეთ La Republica-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ევროპის დახმარების და ბორის ჯონსონის ან მარიო დრაგის ისტერიკების მიუხედავად, ჩვენ სამხედრო ოპერაციას დავასრულებთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით. ვფიქრობ, ჩვენ პოლონეთის საზღვართან შევჩერდებით", - ამბობს ტოლსტოი. 

ტოლსტოის განცხადებებს წინ უძღოდა დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადება, რომლის თქმითაც აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელობა სამხედრო დამნაშავეების ბუდეა. 

დუმის სპიკერის თქმით, ჯო ბაიდენს წამსოცდა, რომ ამერიკელები უშუალოდ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში:
 
"დღეს ვაშინგტონი ფაქტობრივად კოორდინირებას უწევს და გეგმავს სამხედრო ოპერაციებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. უკრაინაში კიევის ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა აშშ-საც უნდა დაეკისროს. ამერიკის ხელმძღვანელობამ უნდა შეავსოს სამხედრო დამნაშავეთა სიები".
 

მსგავსი სიახლეები