ეგვიპტეში ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ისრაელის მიმუმუმ ერთი მოქალაქე

ებრაული და არაბული მედიის ცნობით, ეგვიპტეში შეიარაღებულმა პირმა ისრაელელი ტურისტებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა. სულ მცირე ერთი ისრაელის მოქალაქე დაიღუპა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იკვლევს ცნობებს, რომ ეგვიპტის საპორტო ქალაქ ალექსანდრიაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ავტობუსს, რომელშიც ისრაელიდან ტურისტები იმყოფებოდნენ.

RT Arabic წერს, რომ ისრაელის ორი მოქალაქე ეგვიპტელმა პოლიციელმა მოკლა, ხოლო Walla News-მა ერთი მოკლულის და ერთი დაჭრილის შესახებ განაცხადა.

RT Arabic-ის ცნობით, უსაფრთხოების წყარო ამბობს, რომ პოლიციელმა ტურისტულ ჯგუფს ისრაელიდან ქალაქის ამუდ ალ-სავარის რაიონში გაუხსნა ცეცხლი.

მსგავსი სიახლეები