EIB-მ უკრაინისთვის 668 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება დაამტკიცა
ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინისთვის 668 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ 4 მარტს, EIB-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
ფინანსური მხარდაჭერა არის EIB-ს სწრაფი რეაგირების პროგრამის ნაწილი.
"დამატებითი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას ომის შედეგად მიყენებულ ზარალთან გამკლავებაში… ეს პირველადი მხარდაჭერის პაკეტი დაეხმარება უკრაინის ხელისუფლებას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში, მათ შორის, მოქალაქეებისთვის საკვების, სამედიცინო საშუალებების და საწვავის შესყიდვაში. გადაუდებელ დახმარების პაკეტს უკრაინა რამდენიმე დღეში მიიღებს", - ნათქვამია EIB-ს განცხადებაში.
გარდა ამისა, EIB-მ გადაწყვიტა უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჭიროებების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ურბანულ განვითარების და ციფრულ ინვესტიციების სექტორის დაფინანსება.
ბანკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის მიერ დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ყველა საჭირო რესურსს მიიღებს.