ემანუელ მაკრონი რუსეთსა და უკრაინას ეწვევა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს რუსეთს, სამშაბათს კი უკრაინას ეწვევა.
მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 7 თებერვალს შეხვდება, მეორე დღეს კი - მის უკრაინელ კოლეგას.
წინა კვირაში მაკრონმა პუტინთან და ზელენსკისთან ტელეფონით ისაუბრა უკრაინის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე.
ოთხშაბათს მაკრონმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს რუსეთში ჩასვლას, რათა უკრაინა-რუსეთის კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარებას ეცადოს.