ემანუელ მაკრონის ვიზიტი ამერიკაში: რას უნდა ველოდოთ?

30 ნოემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ვიზიტით ამერიკაში გაემგზავარა. ვაშინგტონში იგი 2 დღის განმავლობაში გაჩერდება, ხოლო შემდგომ "ფრანგულ ქალაქში" - ლუიზიანაში გაემგზავრება, რომელიც ნიუ ორლეანში მდებარეობს. 

ეს ვიზიტი, ბევრი თვალსაზრისითაა საინტერესო. პირველ რიგში, გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს ემანუელ მაკრონის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვაშინგტონში. 

თეთრ სახლში აქამდე ლიდერები, ძირითადად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მიზეზით ვერ შეხვდნენ. 

30 ნოემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვედრა ექნება კამალა ჰარისთან, ხოლო მოგვიანებით, მეუღლესთან ერთად, ამერიკის პრეზიდენტთან ერთად ივახშმებს. 

ვიზიტის მთავარი ნაწილი 1 დეკმებრს შედგება: თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი და ჯო ბაიდენი, საერთო პრესკონფერენციას გამართავენ. 

დამკვირვებლების ვარაუდით, 2018 წლის ვიზიტისგან განსხვავებით, სადაც მასპინძელი დონალდ ტრამპი იყო, ეს შეხვედრა ბევრად უფრო მსუბუქ და პარტნიორულ რეჟიმში ჩაივლის, სადაც მხარეებს, კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილ მეგობრული ურთიერთობების დემონსტრირების. 

ამასთანავე, ხაზგასასმელია, 2021 წელს მომხდარი სკანდალი, როდესაც ავსტრალიამ უარი განაცხადა ფრანგული წყალქვეშა ნავების შეძენაზე და  უპირატესობა ამერიკულს მიანიჭა, რამაც მაკრონის მკაცრი პროტესტი გამოიწვია. თუმცა, ეს უთანხმოება ახლა ჩავლილია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრობლემად წარმოჩინდეს. 

რა საკითხები დგას დღისწესრიგში?

არ იქნება გასაკვირი, რომ საუბრის დიდი ნაწილი, უკრაინაში მიმდინარე ომს დაეთმობა.

უკრაინისთვის მტკიცე მხარდაჭერისა მიუხედავად, მედიაში გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ მაკრონი, მომხრეა ვლადიმერ პუტინთან დიალოგის აღდგენის პერსპექტივაზე, რამაც ამერიკელი დიპლომატების გაღიზიანება გამოიწვია. 

უკრაინასთან მიმართებით, აქცენტი, სავარუდოდ, კოორდინაციის გაუმჯობესებაზეც გაკეთდება, რათა კიევს უფრო ეფექტურა მიეცეს, მტრის მოგერიების საშუალება. 

უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა, ფოკუსში ჩინეთიც იქნება. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, სი ძინპინგის მიმართ, უფრო ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეა, ვიდრე ეს ემანუელ მაკრონს და ზოგადად, ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს სურს. 

ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის პოზიციები, უფრო მეტად, შუამავლური გზის მოძებნისკენ იხრება, რაც ნაკლებად სავარაუდოს ხდის, ამ საკითხზე, მხარეების პოზიციების შეჯერბას. 

დამაიმედებელ განწყობას, არც ვაშინგტონში, საფრანგეთის საელჩოს პრესსპიკერის მიერ, ტვიტერზე გაკეთებული განცხადება იძლევა, სადაც იგი ამბობს, რომ ჩინეთთან მიმართებით, "2018 წლის შემდეგ, ევროკავშირს საკუთარი განსხვავებული და გამორჩეული ურთიერთობები აქვს." 

მეტი სიცხადის მოლოდინია კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც აშშ-ს და ევროკავშირს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს შეეხება. 

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარუგელაბს, რომლიც მწვანე ინდუსტრიაში და "Climate Friendly" ტექნოლოგიებში მილიარდობით დოლარის ინვესტირებას გულისხმობს, სადაც ამერიკული პროდუქცია პრიორიტეტული იქნება. 

ევროკავშირში ამ საკითხმა ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგანაც ეშინიათ აშშ-ს "უსამართლო" უპირატესობის ამ სექტორში, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე შედეგების ფონზე. 

ემანუელ მაკრონის დელეგაცია საკმაოდ დიდია, სადაც შედიან მინისტრები (ფინანსთა, საგარეო, თავდაცვა), ბიზნეს ლიდერები და ასტრონავტები. შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო დელეგაცია კარგად ასახავს იმ მოტივაციასა და მოლოდინებს, რაც მათ ამერიკელებთან მიმართებით გააჩნიათ. 

 

მსგავსი სიახლეები