გერმანია უკრაინას ენერგოინფრასტრუქტურის აღსადგენად €100 მილიონს გამოუყოფს
უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მორიგი სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, გერმანია კიევს 100 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს. ამ ინფორმაციას უკრაინაში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
"დღეს რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. საერთაშორისო პარტნიორები და გერმანია უკრაინის გვერდით დგანან ამ ბნელ საათებში. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფს უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის. წლის ბოლომდე ფონდი 130 მილიონ ევროს მიიღებს უკრაინული ენერგეტიკული კომპანიების გადაუდებელი საჭიროებისთვის." - აცხადებს საელჩო.
გერმანიის დიპლომატიური მისიის ცნობით, ასევე უკრაინა 32.5 მილიონი ევროს სესხს მიიღებს ქვესადგურების შეკეთებისა და მოდერნიზაციისთვის.
შესაბამის ხელშეკრულებას გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკთან (KfW) 16 დეკემბერს მოაწერეს ხელი უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და "Укрэнерго"-ს გამგეობის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ.
ოქტომბრის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა უკვე ცხრაჯერ დაბომბეს მასიურად უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები. ბოლო თავდასხმა 16 დეკემბერს შედგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, რუსების მიერ გასროლილი 74 რაკეტიდან 60 ჩამოაგდეს.