რა ვიცით სტამბოლის მერის დაკავებაზე? - რომელიც ერდოღანის მთავარი მეტოქეა

ოთხშაბათს, დილით, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, ექრემ იმამოღლუ, რომელიც სტამბოლის მერის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს, საკუთარ სახლში დააკავეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციათ, რომელიც, თურქეთის გენერალურ პროკურატურას ეყრდნობა, გამოძიება "ქრთამის აღებას" და "თაღლითობას" ეხებოდა. 

გარდა ამისა, მიმდინარეობს, კიდევ ერთი საქმე, რომელიც "ქურთისტანის მუშათა პარტიის" დახმარებას გულისხმობს. საქმე იმაშია, რომ მსგავსი საქმიანობა დასჯადია, რადგანაც თურქეთის მთავრობა, ამ ორგანიზაციას ტერორისტებად მიიჩნევს. 

"ასობით პოლიციელი შემომივარდა სახლში. მე ვენდობი ჩემს ერს"- ასე გამოეხმაურა, საკუთარ X-ის ანგარიშზე, დაკავებული სტამბოლის მერი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

გარდა იმამოღლუსა, დაკავების ორდერი გაიცა დაახლოებით 100-მდე ადამიანზე, ხელისუფლებამ სტამბულის გარშემო დაკეტა რამდენიმე გზა და დემონსტრაციები აკრძალა ოთხი დღით, რათა თავიდან აიცილონ ექსესები, როგორც ამას "ასოშიეთ პრესი" იტყიბინება. 

უნივერსიტეტის დიპლომის გაუქმება

ამ დაკავებას, ზუსტად 24 საათით ადრე, წინ უძღვოდა კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც იმამოღლუს უკავშირდება. კერძოდ, სტამბულის უნივერსიტეტმა, გადაწყვიტა, რომ მისთვის უნივერსიტეტის დიპლომი გაეუქმებინა, რაც, ოფიციალური მიზეზით, იმით არის გამოწვეული, რომ 1990 წელს, ჩრდილოეთ კვიპროსის უნივერსიტეტიდან, მათ ბიზნესს ადმინსიტრების ფაკულტეტზე გადმოსვლა, დარღვევით განხორციელდა. 

ამ ნაბიჯით, ექრემ იმამოღლუს, უფლება აღარ ეძლევა, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს, რადგანაც - უნივერსიტეტის დიპლომი, პრეზიდენტობის მსურველისთვის, სავალდებულოა.

ბევრი, ნეიტრალური დამკვირვებლისთვის, ეს არის მორიგი ქმედება, რითიც თურქეთის ხელისუფლება, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის, გზიდან ჩამოშორებას ცდილობს. 

"თურქეთის სახალხი რესპულიკური პარტიის" ხელმძღვანელმა ოზგურ ოზელმა, მათი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, სახელმწიფო "გადატრიალებას" შეადარა. 

ეკრემ იმამოღლუ, საკუტარი პარტიიდან, ერთადერთი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, რომლის დასახელებასაც, მომდევნო კვირას გეგმავდნენ.

შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის ოფიციალურად, მაგრამ მაღალია იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. 

2019 წლის ისტორიული არჩევნები

ერკემ იმამოღლუს წინააღმდეგ, გამოძიებები და ამ გზით პოლიტიკური პრობლემების შექმნა, ახალი არ არის. ამ ბრალდებების გარდა, მის წინააღმდეგ 5 სხვადასხვა გამოძიებაა დაწყებული, მათ შორის - თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წევრების შეურაცყოფა, რის გამოც, 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მონაწილეობა ვერ მიიღო. 

ეკრემ იმამოღლუმ, სტამბოლის მერობის არჩევნები, პირველად, 2019 წელს მოიგო, რითიც მძიმე დარტყმა მიაყენა ერდოღანის პარტიას, რომელიც თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქს, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მართავდა. 

მოქმედი პრეზიდენტის "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ", მაშინ საარჩევნი დარღვევების მიზეზით, არჩევნების ხელახლა ჩატარება მოითხოვა, რაც სასაამრთლომ დაუკმაყოფილა, თუმცა ეკრემ იმომღლუმ, მეორედაც იმარჯვა. 

16 მილიონიანი ქალაქის სამართავად, მეორე მანდატი, მან, 2024 წელს მოიპოვა, როდესაც ერდოღანის პარტიის წევრი, უკვე, დიდი უმრავლესობით დაამარცხა, რაც მოქმედი პრეზიდენტისთვის, სხვა ქალაქების დაკარგვის ფონზე, კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იყო. 

 

 

მსგავსი სიახლეები