ერაყში რუსული პასპორტის მქონე ებრალი მეცნიერი გაიტაცეს

რამდენიმე თვის წინ ერაყში გაუჩინარებული ისრაელისა და რუსეთის მოქალაქე ელიზავეტა ცურკოვი მძევლად აიყვანა შიიტურმა გასამხედროებულმა დაჯგუფება "ქატაიბ ჰეზბოლამ."

ამის შესახებ 5 ივლისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა.

"ელიზავეტა ცურკოვი ჯერ კიდევ ცოცხალია და ჩვენ გვჯერა, რომ პასუხისმგებლობა მის ბედსა და უსაფრთხოებაზე ერაყს ეკისრებალ" - ნათქვამია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.  

ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ცურკოვი არის მეცნიერი, რომელიც საკუთარი ინიციატივით გაემგზავრა ერაყში, რათა დაეწერა სადოქტორო დისერტაცია და ჩაეტარებინა კვლევები შეერთებული შტატების პრინსტონის უნივერსიტეტისთვის. ვინაიდან ისრაელის მოქალაქეებს ერაყში არ უშვებენ, ქალმა რუსული პასპორტი გამოიყენა.

ანონიმურმა ებრაელმა დიპლომატმა Jerusalem Post-ს განუცხადა, რომ ცურკოვი მარტიდან გაუჩინარდა. მისი ბოლო პოსტი Twitter-ზე 21 მარტით თარიღდება.

რადიო Kan-ის ცნობით, ცურკოვი არის სირიის და ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს საქმიანობის ექსპერტი. მისი კვლევა მოიცავდა შიიტი იმამის, მუქტადა ას-სადრის მიმდევართა და ლიბანის შიიტური სამხედრო ფორმირებების შედარებით ანალიზს. გატაცებამდე ცურკოვი საველე კვლევებს ერაყსა და ლიბანში აწარმოებდა.

მსგავსი სიახლეები