ერდოღანი: ჩვენი პრიორიტეტია, უკრაინაში სისხლისღვრა რაც შეიძლება მალე დასრულდეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების აუცილებლობის შესახებ ყაზახეთში მიმდინარე სამიტზე, რომელსაც ვლადიმირ პუტინიც ესწრება.
"თითოეული ჩვენგანი გრძნობს უკრაინის კრიზისის რეგიონულ და გლობალურ შედეგებს. ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად, ჩვენი პრიორიტეტია, რომ სისხლისღვრა რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
რუსული სამთავრობო სააგენტოს, ТАСС-ის თანახმად, ასტანაში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში ერდოღანსა და პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრა იგეგმება.
რეჯეფ თაიპ ერდოღანი დიდი ხანია, ომის დასრულების მოწოდებით გამოდის. ზაფხულში მან საკვანძო როლი შეასრულა მოსკოვსა და კიევს შორის შავი ზღვიდან ხორბლის ექსპორტის გაგრძელების შესახებ შეთანხმების მიღწევაში.