ერდოღანი რუსეთს "მარცვლეულის შეთანხმების" გაფართოებას სთავაზობს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სურს, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება სხვა პროდუქციაზეც გავრცელდეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სატელეფონო საუბრისას შესთავაზა, დაიწყოს მზადება სხვა უკრაინული პროდუქციის ექსპორტისთვის.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა და ერდოღანმა "განიხილეს სტამბულის 22 ივლისის შეთანხმებების შესრულება, შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტის შესახებ".
"ეს შეთანხმება კომპლექსური ხასიათისაა, რომელიც მოითხოვს რუსეთისგან შესაბამისი მიწოდებისთვის დაბრკოლებების მოხსნას, რათა დააკმაყოფილოს ყველაზე ღარიბი ქვეყნის საჭიროებები", - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე.