ერდოღანი: უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის 44% ევროპამ მიიღო
"მარცვლეულის შეთანხმების" ფარგლებში, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის 16%, თურქეთმა მიიღო. ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა 25 დეკემბერს, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის 44% ევროპაში გავიდა, ხოლო 14% - აფრიკის ქვეყნებმა მიიღეს.
"სამწუხაროდ, დასავლეთი მხოლოდ პროვოკაციებით იყო დაკავებული და ვერ ახერხებდა, გამხდარიყო შუამავალი, უკრაინა-რუსეთის ომში. თურქეთმა კი შუამავლის როლი 2022 წელს აიღო და მარცვლეულის დერეფანის ამოქმედება შეძლო," - გაანცხადა ერდოღანს.
თურქეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ მისი ქვეყანა "რუსული მარცვლეულისგან, ფქვილის წარმოებას აპირებს, რომელიც რუსეთთან და გაეროსთან კოორდინაციით, აფრიკის გაჭირვებულ ქვეყნებში გაიგზავნება".