ერდოღანის თქმით, "მარცვლეულის შეთანხმების" განახლება დასავლეთზეა დამოკიდებული

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, "მარცვლეულის შეთანხმების" განახლება დასავლეთის მიერ "დაპირებების" შესრულებაზეა დამოკიდებული.

ამ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ "ამ პრობლემის გადაწყვეტა დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაპირებების შესრულებაზე," თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რა სახის დაპირებებზეა საუბარი.

"პუტინი, ისევე როგორც ჩვენ, მგრძნობიარეა ჩვენი აფრიკელი ძმების მარცვლეულის ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხზე საერთო ენის გამონახვა," - აღნიშნა ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტთან ბოლო საუბარი გაიხსენა.

კონტექსტი

6 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან "მარცვლეულის შეთანხმების" შესახებ ისაუბრა.

მანამდე ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი შეეცდება "მარცვლეულის შეთანხმების" აღდგენას, რომელიც რუსეთმა ჩაშალა.

7 აგვისტოს, თურქულმა გამოცემა Hurriyet-მა გაავრცელა ინფორმაცია ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს აგვისტოს ბოლოს ეწვევა.

17 ივლისს რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერება გამოაცხადა და მხარეებს  "რისკებით" დაემუქრა, თუ ისინი რუსეთის მონაწილეობის გარეშე ინიციატივის გაგრძელებას გადაწყვეტენ.

მსგავსი სიახლეები