ერდოღანმა სატელოფონო საუბრისას პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი დაასრულოს
თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, უკრაინაში ომი "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს." ამის შესახებ POLITICO წერს.
ერდოღანმა ასევე "მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს მისი პოზიტიური პოზიციისთვის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფართოებასთან დაკავშირებით" და აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ "შეიძლება გადადგას შემდგომი ნაბიჯები", როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას.
თურქეთის შუამავლობით მიღწეულმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებამ უკრაინას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის განახლებას საშუალება მისცა. შეთანხმებამდე, რუსეთს უკრაინული პორტები ჩაკეტილი ჰქონდა.
კრემლმა პუტინ-ერდოღანის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ლიდერებმა სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ხაზი გაუსვეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელების აუცილებლობას" და "რუსეთის, როგორც შუამავლის კონსტრუქციულ როლს."