ზელენსკის ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი პუტინთან ისაუბრებს - თურქული მედია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ შესაძლოა პუტინთან ისაუბროს.
ამის შესახებ თურქული ტელეარხი A Haber იტყობინება.
ტელეარხის ჟურნალისტმა პირდაპრ ეთერში განაცხადა, რომ ერდოღანის პუტინთან სატელეფონი საუბარი იგეგმება.
ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში განიხილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები, "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელება და ორმხრივი ურთიერთობები.
"მარცვლეულის შეთანხმება" 17 ივლისს სრულდება.
ხუთშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ვიზიტით იმყოფებოდა, რის შემდეგაც პრაღაში გაემგზავრა.