ერმაკი აზოვსტალის მცველებზე: ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ისინი ცოცხლები არიან
უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებს "აზოვის" პოლკის მებრძოლების გაცვლაზე, რომლებმაც მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანა დატოვეს. ამის შესახებ LB.ua-სთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა 20 ივნისს განაცხადა.
"დღეს ეს არის მთავარი ამოცანა, მათ შორის, დაზვერვის მთავარი სამმართველოსი. ვიცით, რომ ისინი ცოცხლები არიან. რაც შეეხება პირობებს, ამ საკითხზეც მონიტორინგს ვახორციელებთ. ჯერ გარკვევით ვერ ვიტყვით, რა პირობებში არიან ისინი. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ცოცხლები არიან. დაზვერვის მთავარი სამმართველო ამას მუდმივად აკონტროლებს, ზოგიერთ მათგანთან აქვთ კავშირი და მათი გათავისუფლების პროცესზე მუშაობა ერთი საათითაც არ ჩერდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა ის აქტიურ ფაზაში შევა და ჩვენ დავიწყებთ ჩვენი გმირების უკრაინაში დაბრუნებას" - განაცხადა ერმაკმა.
მან აღნიშნა, რომ აზოველების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს მხოლოდ დაზვერვის მთავარი დირექტორატი არ აწარმოებს და "რადგან პროცესი რთულია, ბევრი ადამიანი იყო ჩართული".
"დარწმუნებით ვიცი, რომ პირველ ეტაპზე დავალება ჩვენი გმირების სიცოცხლის გადარჩენა იყო, ეს დავალება დაზვერვის მთავარმა სამმართველომ შეასრულა. დღეს ისინი მეორე ეტაპზე არიან - მათი დაბრუნება და ვფიქრობ, ისინი შეძლებენ ნათლად თქვან ყველაფერი", - დაასკვნა ერმაკმა.