ერმაკი: რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ჩინეთისთვის "დიდი და საშიში შეცდომა" იქნება
თუ ჩინეთის ხელისუფლება გადაწყვეტს, რუსეთს იარაღით დაეხმაროს, ეს პეკინისთვის სერიოზული შეცდომა იქნება. ამის შესახებ 26 თებერვალს Fox News-ისთან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
"ძალიან დიდი და სახიფათო შეცდომა იქნება, თუ ჩინეთი გადაწყვეტს [რუსეთს] რაიმე იარაღი მიაწოდოს, კერძოდ, ის, რაც რუსეთს დაეხმარება გააგრძელონ უკრაინელების მკვლელობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება. და ეს ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ჩინეთის პოზიციას." - აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, ჩინეთის გეგმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ არის "კარგი სიგნალი ამ პროცესში მონაწილეობის პოტენციური მზაობისთვის", მაგრამ "აუცილებელია ჩინეთის მხარის ქმედებების დაკვირვება."
"ჩვენ მკაფიოდ უნდა გავიგოთ, თუ რა აქვს სინამდვილეში ჩინეთს მხედველობაში და რისი გაკეთება სურს ამ ომის დასასრულებლად", - თქვა მან.