ერმაკი სალივანს ესაუბრა და სადაზვერვო მონაცემები გაუზიარა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს ესაუბრა.  

"ვისაუბრე ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, უკრაინის არმიის თავდაცვით და შეტევით მოქმედებებზე, ასევე უკრაინული ქვედანაყოფებისთვის სხვადასხვა ტიპის იარაღის გადაუდებელ საჭიროებებზე. გადავეცი უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია რუსი დამპყრობლების გეგმების შესახებ." - დაწერა ერმაკმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა შეერთებულ შტატებს უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მის გუნდს და კონგრესის ორივე პალატას უკრაინის "მუდმივი მხარდაჭერისთვის" აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში.  

მსგავსი სიახლეები