ერმაკმა დონბასის მოსახლეობას სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოუწოდა
13 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ტელეგრამის საშუალებით ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
"დღეს ლუჰანსკის და დონეცკის ოლქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო. მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი აგროვებს ძალებს და ბომბავს საცხოვრებელ უბნებს. ისინი მზად არიან მშვიდობიანი ხალხი სწორედ ასე დახოცონ, ცოცხალ ფარად გამოიყენონ", - ნათქვამია განცხადებაში.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლა დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებისთვის რთული იქნება.
"მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა წავიდნენ იქედან, სადაც გამწვავებას ველით. გადაარჩენთ შვილებს და გაუმარტივებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მტრის წინააღმდეგ მუშაობას", - აღნიშნა პრეზიდენტის აპარატის უფროსმა.
13 აპრილს, ლუჰანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ რეგიონის მოსახლეობას ევაკუაციის მოთხოვნით მიმართა.