ესპანეთი: აფრიკაში რუსეთის პოზიციები ძლიერდება

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი აცხადებს, რომ აფრიკაში პოლიტიკური და სამხედრო არასტაბილურობის ფონზე რუსეთის პოზიციები სულ უფრო ძლიერდება.

ამის შესახებ ალბარესმა ესპანურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ნატოს მადრიდის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ალბარესის თქმით, მსოფლიო ტერორიზმის ეპიცენტრად დღეს საჰელის (დასავლეთ აფრიკის) რეგიონი იქცა, სადაც პოლიტიკური, მიგრაციის და სურსათის კრიზისი მძვინვარებს.

აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში რუსი დაქირავებული მებრძოლების დაჯგუფება ვაგნერი იმყოფება.

დასავლეთში მიიჩნევენ, რომ 2020 წელს მალიში მომხდარი სამხედრო გადატრიალების უკან სწორედ ვაგნერელები იდგნენ.

 

მსგავსი სიახლეები