ვაგნერელები ბელორუსის პასპორტებს იღებენ - ადგილობრივი ოპოზიცია
ბელორუსმა ოპოზიციონერმა, სახალხო ანტიკრიზისული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ ლატუშკომ განაცხადა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვაგნერელებზე ახალი პასპორტები გაიცემა.
ამის შესახებ ლატუშკომ PAP-თან ინტერვიუში განაცხადა.
"დადასტურებული ინფორმაციით, ვაგნერელები ბელორუსულ პასპორტებს იღებენ - რეალურ დოკუმენტებს, მაგრამ სხვა სახელებით. ამრიგად, მათ შეუძლიათ ევროკავშირში უბრალოდ სასაზღვრო პუნქტებიდან შევიდნენ, რათა იქ დივერსიული და ტერორისტული თავდასხმები განახორციელონ." - აღნიშნა მან.
ლატუშკომ ასევე დაამატა, რომ ვაგნერის დაჯგუფების რამდენიმე ათასი დაქირავებული მებრძოლი ბელორუსში რჩება.
მისი თქმით, ბელორუს დიქტატორს ალექსანდრ ლუკაშენკას სურს, რომ ისინი ქვეყანაში დარჩნენ, მაგრამ "მას არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები ბოევიკთა დიდი ჯგუფის მხარდასაჭერად."
ლატუშკომ აღნიშნა, რომ ვაგნერელთა ნაწილი აფრიკაში წავა, ნაწილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტს, ნაწილი კი სამსახურს დატოვებს ან ბელორუსში დარჩება.