ესტონეთის თავდაცვა: სარაკეტო თავდასხმებისთვის, რუსეთს 6 თვის რესურსი აქვს
ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის დღევანდელი შესაძლებლობებიდან გამოდინარე, სარაკეტო თავდასხმების რესურსი 3-დან 9 თვემდე მერყეობს.
"ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში, რუსეთს 3-4 თვის რესურსი აქვს, ხოლო უფრო პესიმისტური შეფასებით, მინიმუმ ექვსიდან ცხრა თვის მარაგი აქვთ",- აღნიშნა მარგო გროსბერგმა.
მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რუსეთის არმიამ, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, დამატებით 65 რაკეტა (H-101) აწარმოა, რასაც დიდი ალბათობით, სამოამვლოდაც გააგრძელებენ.
"ამ ფაქტზე დაფუძნებით შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთში მაღალტექნოლოგიური კომპონენტების ნაკადი არსებობს."
განმარტა სადაზვერვზო განყოფილების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე, დროზე ადრე შეიძინა საჭირო ტექნოლოგიები, რაც რაკეტების წარმოების შესაძლებლობას მისცმედა.
მარგო გროსბერგის ხელთ არსებული გათვლების თანახმად, რუსეთს დაახლოებით 2,500 რაკეტა ჰქონდა არსენალში, საიდანაც მინიმუმ ნახევარი უკვე გასროლილია, თუმცა უახლესი რაკეტების ფრაგმენტებიდან ირკვევა, რომ კრემლი რაკეტებს აწარმოებს.