Ethereum-ის დამფუძნებელმა უკრაინის მხარდასაჭერად $4.7 მილიონი გადარიცხა

Ethereum-ის კრიპტოვალუტის შემქმნელმა ვიტალი ბუტერინმა უკრაინის მხარდასაჭერად 1500 კრიპტომონეტა გადარიცხა. ამის შესახებ 7 აპრილს Интерфакс-Украина-ს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროდან აცნობეს.

შემოწირულობის მიმღებები ციფრული განვითარების სამინისტროს ფონდი და უკრაინის ფონდი Unchain იყვნენ.

მათი ინფორმაციით, 7 აპრილს ბუტერინმა ორჯერ გადარიცხა 750 კრიპტომონეტა, რომელთა ჯამური ღირებულებაც დაახლოებით $4.7 მილიონია.

8 აპრილს Kraken კრიპტოვალუტის ბირჟის მიხედვით, Ethereum-ის ღირებულება 3261 დოლარია.

Ethereum-ის გაცვლითმა კურსმა რეკორდულ მაჩვენებელს 2021 წლის 8 ნოემბერს მიაღწია, როცა ფასი 4700 დოლარამდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები