ევროკავშირის ახალი სანქციებით მესამე ქვეყნების კომპანიები და ადამიანები დაისჯებიან - Bloomberg
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტით ფართო უფლებამოსილებებს მოიპოვებს. ეს საშუალებას მისცემს ბლოკს, სამიზნე იყოს ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ადამიანები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სანქციების თავიდან აცილებაში. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სანქციების პაკეტი, რომელიც გასულ კვირას შეთანხმდა, მოიცავს უფლებამოსილებას შეადგინოს იმ პირთა ან სუბიექტების, ორგანიზაციების სია, რომლებიც ხელს უწყობენ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას. ევროკავშირში მათი აქტივები გაიყინება, ასევე დაწესდება შესვლის აკრძალვა.
ახალი სანქციები შეიძლება შეეხოს მათ, ვინც მესამე ქვეყნის გავლით აკრძალული რუსული საქონლის ევროკავშირში იმპორტს ხელს უწყობს, მალავს მათ ნამდვილ წარმომავლობას, ან აკრძალული საქონელი შეაქვს რუსეთში.
ამასთანავე, ევროკავშირში მყოფ ადამიანებს და კომპანიებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ ბიზნესის კეთება სანქცირებული სუბიექტებთან ან ინდივიდებთან. ახალი პაკეტი შემაკავებელ ელემენტსაც მოიცავს.