ევროკავშირის სასაზღვრო უწყება: არალეგალური მიგრანტების რაოდენობა მატულობს
ევროკავშირის სასაზღვრო უწყების, „ფრონტექსის“ განცხადებით, 2021 წელს ევროკავშირში არალეგალურად შესულ პირთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 70 %-ით გაიზარდა.
სულ იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთა 160 000-მდე პირმა სცადა.
საზღვრის კვეთის ყველაზე გავრცელებულ რეგიონებად აღმოსავლეთ ევროპა, ბალკანეთი და ცენტრალური ხმელთაშუა ზღვა სახელდება.
ევროკავშირის აღმოსავლეთი საზღვრებიდან შეღწევა წელს სულ 8 000-მა მიგრანტმა სცადა, რაც 2020 წლის მონაცემებს 15-ჯერ აღემატება.
არალეგალური მიგრაცია განსაკუთრებით პრობლემური გახდა ბელარუს-პოლონეთის სასაზღვრო კრიზისის გამწვავების შემდეგ.
ბრიუსელი ბელარუსს მიგრანტებისთვის ევროკავშირში შეღწევისთვის დახმარების გაწევაში სდებს ბრალს.
თუმცა, ბოლო დროს, ლუკაშენკას რეჟიმზე ზეწოლის შედეგად, „სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა“.