ლუკაშენკო: არ ვაპირებ მიგრანტების შეჩერებას, ისინი თქვენთან მოდიან

 

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების კრიზისის პროვოცირების ბრალდება უარყო, თუმცა, აღიარა, რომ "აბსოლუტურად შესაძლებელია" მისი მესაზღვრეები ეხმარებოდნენ მიგრანტებს პოლონეთში შესვლაში.

BBC-სთან საუბრისას ავტორიტარმა ლიდერმა განაცხადა: "ისინი მე არ მომიწწვევია, გულწრფელად რომ ვთქვა, მე არ მინდა ისინი ბელარუსის გავლით ცდილობდნენ შესვლას."

შეკითხვაზე, ეხმარებიან თუ არა ბელარუსი მესაზღვრეები მიგრანტებს პოლონეთში შეღწევაში, ლუკაშენკომ უპასუხა: "მე ვფიქრობ ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. ჩვენ სლავები ვართ. ჩვენმა სამხედროებმა იციან, რომ მიგრანტები გერმანიაში მიდიან."

ასევე მან აღნიშნა: "მე არ ვაპირებ მიგრანტების საზღვარზე შეჩერებას, რადგან ისინი ჩემ ქვეყანაში არ მოდიან, თქვენთან მოდიან."

ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების კრიზისი ზაფხულში დაიწყო. ბელარუსის მეზობელი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტები ჩაჰყავს და შემდეგ მათ ორგანიზებულად აგზავნის პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საზღვარზე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები