სვეტლანა ტიხანოვსკაია: ამაყი ქართველი ხალხი იმსახურებს მშვიდად ცხოვრებას
ბელარუსი პოლიტიკოსი და ადამიანის უფელბათა დამცველი აგვისტოს ომის წლისთავს გამოეხმაურა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ბელორუსებისა და უკრაინელების მსგავსად, ამაყი ქართველი ხალხი იმსახურებს იმპერიული აგრესიისგან მშვიდად ცხოვრებას"- განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
ბელარუსმა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მისწრაფებას.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც გაყალბებული არჩევნების საფუძველზე, ალექსანდრე ლუკაშენკამ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა რეპრესიები და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაპატირება ან ქვეყნიდან გაქცევა.
სწორად ამ პირობებში დატოვა ქვეყანა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ. ეს მისი ერთადერთი განცხადება არაა საქართველოზე, მან გასულ წელს, ლუკაშენკა აფხაზეთში ჩასვლისთვის გააკრიტიკა და მას "პუტინის წარმომადგენელი" უწოდა.