პრიგოჟინი: იმ სირცხვილში, რაც ფრონტზე ხდება, ჩვენ მონაწილეობა არ გვინდა
24 ივნისის შეიარაღებული ამბოხის შემდეგ ევგენი პრიგოჟინი კამერების წინაშე პირველად გამოჩნდა. მან ფრონტზე არსებულ სიტაუაციას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ საჭიროების მომენტში სპეცოპერაციის ზონაში დაბრუნდებიან.
ვიდეო კადრები, რომელიც ღამით არის გადაღებული ჩანს პრიგოჟინის სილუეტის ადამიანი, რომელიც მებრძოლებს მიმართავს. საინტერესოა, რომ ვიდეოზე ჩანს ვაგნერის მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის სახელსაც ატარებენ ბოევიკები.
"მოგესალმებით ბიჭებო. გილოცავთ ბელარუსის მიწაზე ჩამოსვლას. ჩვენ ღირსეულად ვიბრძოდით და რუსეთისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ. იმ სირცხვილში, რაც ახლა ფრონტზე ხდება, ჩვენ მონაწილეობა არ გვჭირდება",- ამბობს მამაკაცი.
გარდა ამისა, პრიგოჟინის თქმით, ვაგნერი უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობას რაღაც პერიოდით აღარ მიიღებს და აფრიკაში გასამგზავრებლად ემზადება.
"და ჩვენ შესაძლოა სპეციალური სამხედრო ოპერაციაში იმ მომენტში დავბრუნდეთ, როდესაც არ დაგვავალდებულებენ ჩვენი თავი და გამოცდილება შევირცხვინოთ",- თქვა პრიგოჟინმა.