ლიეტუვის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებენ არ იღელვონ ბელარუსში ვაგნერის გამო

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, თქმით, ვაგნერის მებრძოლების დიდი მასების დისლოკაციას მეზობელ ბელარუსში ქვეყნის გეოპოლიტიკური ვითარება არ შეუცვლია. 

სხვადასხვა მონაცემებით ამ დროისთვის ბელარუსის ტერიტორიაზე ვაგნერის 3 500-მდე ბოევიკია დისლოცირებული. 

"არ უნდა შეგვეშინდეს, ამის გამო გეოპოლიტიკური ვითარება არ შეცვლილა. გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვლება ომისა და უკრაინაში რუსული აგრესიის დასრულებასთან ერთად",- განაცხადა არვიდას ანუსაუსკასმა.

საინფორმაციო სააგენტო ELTA-სთვის ინტერვიუსი თავდაცვის მინისტრის ამბობს, რომ ლიეტუვა აკვირდა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს და ქვეყანას ამისთვის საკმარისი რესურსი აქვს. 

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ლიეტუველი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვაგნერის ბელარუსში გადასვლის შემდეგ უსაფრთხოების კუთხით ქვეყნისთვის ვითარება გაუარესდა. 

გასულ კვირას პოლონეთის ხელისუფლებამ ბელარუსის საზღვარზე დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნის შესახებ გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები