ევროკავშირმა მოლდოვასთან უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერა ხელი
ევროკავშირმა და მოლდოვამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის პირველი ასეთი დოკუმენტია.
ჟოზეპ ბორელმა აღნიშნა, რომ მოლდოვასთან შეთანხმება ევროკავშირისთვის პირველია. მოლდოვას სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა, ევროკავშირის სახელით - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა.
"მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის შეთანხმებას. ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას და საშუალებას მოგვცემს ერთობლივად ვუპასუხოთ ჩვენს საერთო უსაფრთხოების გამოწვევებს, გავხადოთ ჩვენი ქმედებები უფრო ეფექტური და დავიწყოთ თანამშრომლობა ახალ სფეროებში," - განაცხადა ბორელმა.
შეთანხმების ხელმოწერა გასულ კვირას დაანონსდა.
ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებთან ერთად ამზადებს უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას, როგორც G7-ის ვილნიუსის დეკლარაციის გაგრძელებაა.
გერმანული გაზეთი Welt am Sonntag, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების პროექტზე, აღნიშნა, რომ შეთანხმების დასრულება ივნისის ბოლოს იგეგმება.