ნოემბერში ევროკავშირი რუსეთის სანქციების მეცხრე პაკეტს წარადგენს

ევროკავშირი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს წარადგენს სანქციების მეცხრე პაკეტს რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის წინააღმდეგ. ამის შესახებ Twitter-ზე 16 ნოემბერს რადიო თავისუფლების რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.

"ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, თვის ბოლოს იქნება წარმოდგენილი, დეკემბრის დასაწყისში მისაღებად", - წერს ჟურნალისტი.

კონტექსტი

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს.

ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების უახლესი, მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცა. ის მოიცავდა შეზღუდვებს იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო "რეფერენდუმიების" ორგანიზებასა და გამართვაში ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გლობალური სანქციების მონიტორინგის მონაცემთა ბაზის Castellum-ის თანახმად, თებერვლის ბოლოდან რუსეთს დაახლოებით 10 000 შეზღუდვა დაუწესდა.

ზოგადად, 2014 წლიდან, როცა რუსეთის ფედერაციამ დაიკავა ყირიმი და დონბასის ტერიტორიის ნაწილი, სანქციების რაოდეობა 12.7 ათასზე მეტია და ახლა რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა.

მსგავსი სიახლეები