ევროკავშირს მეტი მიგრანტის მიღებას სურს, რათა მუშახელის სიმცირე აღმოიფხვრას
ევროკომისია იმედოვნებს, რომ რეგიონალური და ინდუსტრიებისთვის სპეციალური უნარების მქონე მუშახელის სიმცირის პრობლემის გადაწყვეტა, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, მიგრაციის წახალისების ახალი მექანიზმის დანერგვით გახდება შესაძლებელი.
10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შრომითი მიგრაციის პლათფორმა ამუშვდება, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრისკენ იქნება მიმართული.
"ევროკავშირში ბევრ კომპანიას უჭირს, რომ იპოვნონ თანამშრომლები, შესაბამისი უნარებით,"- განაცხადა კომისარმა ნიკოლას შმიტმა.
Digital Economy and Society Index-ის მონაცემების თანახმად, ევროპაში ათიდან ოთხ დასაქმებულს, ციფრული საქმიანობისთვის აუცილებელი საბაზისო უნარები არ გააჩია.
უფრო მეტიც, 2021 წლის მდგომარეობით, 28 პროფესიაში დაფიქსირდა დეფიციტი, მათ შორის - სამშენებლო სექტორში, ჯანდაცვაში, საინჟინრო და ციფრულ ტექნოლოგიებში.
"მუშახელის დეფეციტს კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებამდე მივყავართ. მხოლოდ გერმანიაში, ყოველწლიურად, დაახლოებით 86 მილიარდი ევროს გამომუიშავება ვერ ხერხდება და იკარგება."- აღნიშნა ილვა იოჰანსონმა, საიშინაო საქმეთა კომისარმა.
სტატია მომზადებულია EU Observer-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
ევროსტატის მიერ გაკეთებული გათვლის თანახმად, არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, 2070 წლისთვის, სამუშაო ძალის მქონე მოსახლეობის წილი 70%-დან, დაახლოებით 55%-მდე დაიკლებს.
"დღეის მდგომარეობით, ორი დასაქმებული პირი ხელს უწყობს მესამეს, რომ მუშაობა დაიწყოს. თუმცა, 2070 წელს, ეს მაჩვენებელი შეიცვლება და მიმართება ერთი-ერთთან იქნება, თუ რამე არ მოვიმოქმედეთ."- თქვა საშინაო საქმეთა კომისარმა.
შრომითი მიგრაციის პლათფორმის მიზანად ისახავს, რომ უზრუნველყოს ტალანტების მოზიდვა და მათი შენარჩუნება, რაც ევროპულ კომპანიებს კვალიფიციური კადრების აყვანის საშუალებას გაუზრდის.
ამ გამოწვევის გადასაჭრელად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, აქტიურ რეჟიმში აქვთ განხილვები დაწყებული.
ახალი ინიციატივის ფარგლებში, ასევე შესაძლებელი იქნება, რომ მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასვლამდე, პოტენციურმა დასაქმებულებმა ენის კურსები და პროფესიული უნარების სწავლება გაიარონ, რათა მარტივად შეძლონ სამუშაო ბაზარზე ინტეგრაცია.