ევროკავშირი რუსული დრონების სექტორს სანქციებს დაუწესებს - Bloomberg

ევროკავშირი სანქციების ახალი, მეცხრე პაკეტის ფარგლებში აპირებს სანქციების დაწესებას რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების სექტორზე. ამის შესახებ Bloomberg-ს წყაროებმა განუცხადეს.

ევროკავშირი ასევე განიხილავს შეზღუდვებს მოსკოვის მიერ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებულ სხვა ტექნოლოგიებსა და კომპონენტებზე.

ახალი პაკეტით სანქციები უწესდება დამატებით დაახლოებით 180 ფიზიკურ პირს და სუბიექტს.

სანქციების ახალი პაკეტს, სავარაუდოდ, ოფიციალურად ამ კვირაში განიხილავენ და მომავალ კვირაში დამტკიცდება.

რუსეთი რეგულარულად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინაში, მათ შორის ირანული წარმოების Shahed-136-ებს და Mohajer-6-ბეს. 26 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში უკვე გამოიყენა 400-მდე ირანული კამიკაძე დრონი.

28 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს 300-ზე მეტი ირანული კამიკაძე დრონი, რის შედეგადაც რუსეთმა შეტევების ინტენსივობა შეამცირა. 

მსგავსი სიახლეები