ევროკავშირში რუსეთის SWIFT-დან გათიშვის საკითხზე მსჯელობენ - СNN
რუსეთის მიერ უკრაინის თავდასხმის ფონზე, დასავლეთში რუსეთის აგრესიაზე კოორდინირებულ პასუხზე მსჯელობენ. CNN-ის ინფორმაციით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა რუსეთის გადარიცხვების საერთაშორისო სისტემიდან SWIFT-დან ჩახსნის გადაწყვეტილება მიიღოს.
სისტემიდან ჩახსნა ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის რუსეთიდან საბანკო ტრანზაქციების განხორციელებას. ეს პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ქვეყნის შესაძლებლობას ჩვეულ რეჟიმში აწარმოოს ბიზნესი.
CNN-ის წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიციები საკითხთან დაკავშირებით გაყოფილია - აღმოსავლეთ ევროპის ისეთი სახელმწიფოები როგორებიცაა ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი SWIFT-დან რუსეთის ჩახნას მოითხოვენ.
საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ, იტალიას, გერმანია, უნგრეთს და კვიპროსს. ამ ქვეყნებს რუსეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ.
წყაროს ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით დისკუსია ამ დრომდე მიმდინარეობს, მაგრამ სავარუდოა, რომ საბოლოოდ ეკონომიკური ინტერესი იმარჯვებს და რუსეთს საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან არ ჩახსნიან.