ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში: რუსულ გაზს ერთობლივად არ შევისყიდით

ევროკავშირის წევრები ერთობლივად არ შეიძენენ რუსულ გაზს. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა "Радіо Свобода"-ს 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განუცხადა.

"ჩვენი მიწისქვეშა გაზსაცავები სავსეა, ჩვენ ჩავანაცვლეთ რუსული გაზის ყველა დაკარგული მოცულობა ალტერნატიული მომწოდებლებით. ჩვენმა სანდო პარტნიორებმა საგრძნობლად გაზარდეს შეთავაზებები. გარდა ამისა, მომავალ წელს ჩვენ ვქმნით გაზის შესყიდვის საერთო პლატფორმას და შევიძენთ გაზს ყველა სანდო პარტნიორისგან. და გვაქვს ნათელი პრინციპი, რომ ჩვენ ერთობლივად არ შევიძენთ რუსულ გაზს", - განაცხადა მან.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპული კომპანია "აღარ ყიდულობს რუსულ ნავთობს ან გაზს რეპუტაციული რისკების გამო".

"მათ არ სურთ თავიანთი ფულის გაგზავნა რუსეთში. და ეტაპობრივად, ამ გზით ჩვენ მოვიშორებთ ამ საშიშ დამოკიდებულებას რუსულ ენერგორესურსებზე", - განმარტა სიმსონმა.

მსგავსი სიახლეები