ევროკომისია: რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2027 წლამდე უნდა დავასრულოთ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას 2027 წლამდე გეგმავს.

ფონ დერ ლაიენმა რუსეთს ბუნებრივი გაზის „არასაიმედო“ მიმწოდებელი უწოდა.

გასულ კვირას ევროკომისიამ ბლოკის წევრ ქეყნებს მოუწოდა, 2023 წლამდე ბუნებრივი აირის მოხმარება 15 პროცენტით შეამცირონ.

ბრიუსელში მოსკოვის მიერ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისთვის ემზადებიან.

11 ივლისს რუსეთმა Nord Stream 1-ის გაზსადენი 10 დღით გააჩერა, რომლითაც ევროპას რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მესამედი მიეწოდება.

ევროკავშირი ბუნებრივი აირის ეკონომიასა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაში 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციას გეგმავს.

„ამავდროულად შეთანხმებას ვაფორმებთ უფრო საიმედო პარტნიორებთან, როგორიცაა ნოვერგია და აშშ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი სიახლეები