ევროპა რუსული გაზის გარეშე ცხოვრებას შეეგუა - Bloomberg
ევროპულ ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ფონზე, არ უგრძვნიათ გაზის ფასების ზრდა, რაც შესაძლოა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების დამსახურებაა.
ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
მიუხედავად იმისა, რომ წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმებმა გადაზიდვის მარშრუტები დააგრძელა, ამან ევროპელებისთვის კატარის გაზის ფასი არ გაზარდა და ელექტროენერგიის ღირებულება კრიზისის შემდეგ სტაბილური დარჩა.
ევროპული ელექტროენერგიის ძირითადი ფასები ახლა 30 ევროზე დაბალია მეგავატ საათზე, რაც დაახლოებით 2022 წლის პიკური დონის მეათედია.
გამოცემის ცნობით, ეს იმის ნიშანია, რომ ყველაზე კრიზისული მომენტი გადალახულია. ევროპა ზამთრისთვის განსაკუთრებულად მოემზადა და გაზის რეკორდული მოცულობები დააგროვა.
გარდა ამისა, ევროპელები აქტიურად იყენებდნენ განახლებადი ენერგიის წყაროებს, რამაც მათ დივერსიფიკაციის საშუალება მისცა.
თუმცა, თხევად აირზე და ალტერნატიული წყაროებზე აქცენტის გადატანის პრობლემა ის არის, რომ ნაკლებად პროგნოზირებადია. ახლა ევროპელები უფრო მეტად იქნებიან დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, როგორიცაა გეოპოლიტიკური რეალობა.