ევროპარლამენტი დაეთანხმა უკრაინისთვის 18 მილიარდის გამოყოფას
ევროპარლამენტის წევრებმა მიიღეს შესწორება, რომელიც საშუალებას იძლევა 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი უკრაინას, თავდაპირველ ვერსიაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, გადაეცეს. ეს ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზე 14 დეკემბერს გავრცელდა.
ევროპარლამენტმა, გადაუდებელი პროცედურის ფარგლებში, მიიღო ევროპული საბჭოს მიერ შემოთავაზებული ცვლილება მაკროფინანსური დახმარების რეგულაციაში. შესწორება საშუალებას აძლევს 26 წევრ სახელმწიფოს იმოქმედონ, როგორც სესხის გარანტმა.
2023 წლის იანვარში სესხის დაფარვის ხელშეწყობის მიზნით, 10 დეკემბერს, საბჭომ წარმოადგინა პაკეტის შესწორებული ვერსია, რომელსაც უნგრეთი დათანხმდა და პარლამენტმა ის მიღებულად მიიჩნია.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი სესხი, რომელიც გაცემულია ხელსაყრელი პირობებით, მაგრამ მიბმულია რეფორმების გატარებასთან, დაფარავს უკრაინაში ძირითადი საჯარო სერვისების ხარჯებს, მათ შორის საავადმყოფოების, სკოლების ხარჯებს. ეს ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც რუსეთის მუდმივი თავდასხმის ქვეშაა.