ევროპარლამენტის თავმჯდომარედ მალტელი რობერტა მეცოლა აირჩიეს
ევროპარლამენტის თავმჯდომარედ კონსერვატორი მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა აირჩიეს.
მეცოლა ევროკავშირის წარმომადგენლობით ორგანოში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის - ევროპის სახალხო პარტიის (EPP) - სიით აირჩიეს.
მეცოლას წინამორბედი, იტალიელი დავიდ სასოლი 11 იანვარს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
43 წლის მეცოლა პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარე იქნება.
თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები შვედი ალის ბა კუნკე (მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი), პოლონელი კოსმა ზლოტოვსკი (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები) და ესპანელი სირა რეგო (მემარცხენეები) იყვნენ.
ევროპარლამენტს აქამდე ორი ქალი თავჯდომარე - სიმონ ვეილი და ნიკოლ ფონტენი ჰყავდა.