ევროპიდან ლიბიაში რეკორდულად ბევრი მიგრანტი დააბრუნეს

წელს ევროპიდან ლიბიაში 13 000-ზე მეტი მიგრანტი დააბრუნეს, რაც უკვე აჭარბებს 2020 წლის მაჩვენებელს, ნათქვამია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

“2021 წელი ცხადია სარეკორდოა ლიბიის სანაპირო დაცვის მიერ ნავების დაკავების და უკან დაბრუნების რიცხვით,” - განაცხადა ტომ გაროფალომ, გადარჩენის საერთაშორისო კომიტეტის დირექტორმა ლიბიაში.

მიგრანტების ლიბიაში დაბრუნების პრაქტიკას მკაცად აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

“ზღვაში გადარჩენის შემდეგ არავინ არ უნდა დააბრუნონ ლიბიაში. საერთაშორისო საზღვაო სამართლით, გადარჩენილი ინდივიდები უსაფრთხო ადგილას უნდა გადაიყვანონ,” ნათქვამია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ერთობლივ განცხადებაში. “ლიბია არ შეიძლება უსაფრთხო ადგილად მივიჩნიოთ.”

 

 

 

მსგავსი სიახლეები