ევროპის 8 ქვეყანაში რეკორდულად თბილი ამინდებია

2023 წელი ევროპისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდებით დაიწყო, რის შედეგადაც ნატურალური აირის ფასები ევროპაში ომამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. 

მაგალითად პოლონეთი, სადაც ტრადიციულად საკმაოდ ცივი ზამთარია გასულ კვირას +19 გრადუსი დაფიქსირდა, ხოლო იმავე დღეს ესპანურ ბილბაოში +25 გრადუსამდე დათბა, რაც წელიწადის ამ დროისთვის ჩვეულ მაჩვენებელს 10 გრადუსით აღემატება. 

პოლონეთის გარდა, რეკორდულად თბილი ამინდებია ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, ლატვიაში, დანიაში, ჩეხეთში, ბელარუსსა და ლიხტენშტეინში. გარდა ამისა რეკორდულად თბილი ამინდები დაფიქსირდა საფრანგეთისა და გერმანიის რამდენიმე რეგიონში. 

საფრანგეთის ალპური ზამთრის კურორტების დაახლოებით მესამედი  უთოვლობის გამო არ ფუნქციონირებს. 

კონტექსტი

ტემპარატურის რეკორდები მსოფლიოში საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა არსებულ შემთხვევაში განსხვავებულია რამდენიმე გრადუსია, რაც უჩვეულო მოვლენაა. 

ცოტა ხნის წინ გასული წლის კლიმატზე დაკვირვებები შეაჯამეს საფრანგეთში, ირლანდიასა და ესპანეთში - სამივე სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების ცნობით 2022 წელი კლიმატზე დაკვირვების პერიოდში ყველაზე ცხელი წელი იყო. 

უჩვეულოდ თბილი ამინდის გამო ევროპაში მკვეთრად დაეცა ბუნებრივი აირის ფასები - ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე 1 000 კუბამეტრი გაზის ფასი 750 დოლარამდე დაეცა, რაც 2021 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იგივე მაჩვენებელი ნიდერლანდების ბირჟაზე 733 დოლარს შეადგენს. 

კლიმატოლოგები ევროპაში უჩვეულოდ თბილ ზამთარს რამდენიმე თვით ადრე პროგნოზირებდნენ

მსგავსი სიახლეები