ევროპის უდიდესმა პორტმა რუსეთთან საკონტეინორო მიმოსვლა შეაჩერა

ევროპის უმსხვილესმა საკონტეინერო პორტმა როტერდამში (ნიდერლანდები) რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით საკონტეინერო მიმოსვლის სრული შეჩერების შესახებ განაცხადა. კომპანიის გადაწყვეტილება მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომპანია აცხადებს, რომ რუსული ქვანახშირისა და ნავთობის წინააღმდეგ სანქციების ძალაში შესვლის წინა დღეს მათი ტრანსპორტირება მკვეთრად დაეცა და გლობალური კომპანიები სულ უფრო მეტად ახორციელებენ იმპორტს სხვა ქვეყნებიდან.

შედეგად, კონტეინერების მიწოდება რუსეთის ფედერაციაში ფაქტობრივად შეჩერდა და "გლობალურ ლოჯისტიკაში შეფერხებები" განაპირობა საქონლის გადაადგილებამ დიდი პორტებიდან პატარა პორტებში.

"ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარება ევროპას ძალიან დაუცველს ხდის. რაც შეეხება პოზიტიურს, ბოლო თვეებში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა ჩვენი ენერგომომარაგება უფრო მდგრადი ყოფილიყო", - თქვა პორტის გენერალურმა მენეჯერმა ალარდ კასტელინმა.

ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ გაიზარდა რუსეთიდან ნედლი ნავთობის გადაზიდვის მოცულობა.

მსგავსი სიახლეები