უკრაინამ F-16-ები შესაძლოა ივნისში მიიღოს - Foreign Policy
F-16-ის პირველი გამანადგურებლები უკრაინის ცაში დაახლოებით 2024 წლის ივნისში გამოჩნდებიან.
ამის შესახებ Foreign Policy წერს.
"ვფიქრობ, მათ ივნისში ვიხილავთ უკრაინაში," - ციტირებს გამოცემა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრ არვიდას ანუსაუსკასას.
იგივე ვადები დაასახელა კიდევ ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა.
"უკრაინის ხელისუფლება მოელის, რომ ფისკალური წლის ბოლომდე შეერთებულ შტატებში (სექტემბერი) 12 პილოტი გაივლის მომზადებას," - ნათქვამია სტატიაში.
ადრე უკრაინისთვის გამანადგურებელების მიწოდების სავარაუდო ვადა 2024 წლის პირველი კვარტალი იყო.
დეკემბერში ნიდერლანდებმა გადაწყვიტა პირველი 18 F-16-ის გამანადგურებლის უკრაინისთვის გადასაცემა მზადება დაეწყო. მათი რაოდენობა ცოტა ხნის წინ 24-მდე გაიზარდა.
იანვარში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დანიის მიერ დაპირებული F-16-ების მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
კანადა დაახლოებით 44 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის გადაცემული F-16-ების მოვლა-პატრონობისთვის.