ფაშინიანი: სამხედრო დახმარებისთვის ОДКБ-ს მივმართეთ

სომხეთის პრემიერის თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან საომარი მოქმედებების განახლებას უკვე სომხეთის 105 მოქალაქე ემსხვერპლა. ფაშინიანის თქმით, სომხეთმა სამხედრო დახმარების თხოვნით უკვე მიმართა კოლექტიური თავდაცვის შეთანხმების ორგანიზაციას [ОДКБ] 

ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. 

"ჩვენ მივმართეთ დახმარების თხოვნით, მათ შორის სამხედრო დახმარების რათა დაგვეხმარონ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის აზერბაიჯანის მხრიდან საომარი მოქმედებების განახლებას უკვე სომხეთის 105 მოქალაქე ემსხვერპლასამხედრო ნაწილების გაყვანაში",- თქვა ფაშინიანმა. 

მასალა განახლებადია 

კონტექსტი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ესკალაციის ახალი ფაზა 13 სექტემბერს ღამით დაიწყო. თავის პირველ განცხადებაში სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ იერიში საზღვრისპირა რაიონებში არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დაიწყო. 

სომხური მხარის ინფორმაციით, იერიში უშუალოდ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით მიმდინარეობდა. მათ შორის შეტევები მიმდინარეობდა ქალაქების ჯერმუკის, სოტკის და გორისის მიმართულებით. 

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შეტევები სომხეთის მხრიდან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მოწყობილ მასშტაბური დივერსიული აქტის პასუხი იყო. 

13 სექტემბრის დილით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი შუამდგომლობით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მცირე შესვენების შემდეგ შეტაკებები ისევ განახლდა.  

მსგავსი სიახლეები