ფაშინიანის მეუღლე კიევში ჩავა და სომხეთიდან ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა ჰაკობიანი 6 სექტემბერს, კიევში პირველი ლედების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰაკობიანი, სავარაუდოდ, უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.
სამიტს ასევე ესწრებიან დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, თურქეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, დანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების ლიდერების ცოლები, ასევე ევროკავშირის ოფიციალური პირები, ჟურნალისტები და მსახიობები.
წლევანდელი ღონისძიება ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეძღვნება.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახური აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ ერევანი არ არის მოსკოვის მოკავშირე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში.