ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ წავიდა პუტინის "ინაუგურაციაზე"
ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის არ წავიდა ვლადიმერ პუტინის "ინაუგურაციაზე," რადგან მოწვევა არ მიუღია.
"თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისგან მივიღე მოწვევა ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ არ მიმიღია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან." - აღნიშნა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი პრესკონფერენცია მოსკოვის ღონისძიებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
"ცხადია, ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს," - აღნიშნა ფაშინიანმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე წასვლაზე.
"გასული წლის 9 მაისს ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა და არ ვფიქრობ, რომ ყოველწლიურად უნდა მივიღო მონაწილეობა... უცნაურად არ მოგეჩვენებათ, რომ სომხეთის ლიდერი ყოველწლიურად ესწრება 9 მაისის აღლუმს?" - აღნიშნა ფაშინიანმა.
მედიის ცნობით, დიპლომატებმა საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, მალტადან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან სამშაბათს პუტინის "ინაუგურაციაზე" დასწრება გადაწყვიტეს.
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, არ გაგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები "ინაუგურაციაზე."