ფედოროვი: აგვისტოს ბოლო დღეები ოკუპანტებისთვის ცხელი იქნება
ოკუპირებულ მელიტოპოლში, ზაპოროჟიეს რეგიონში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Telegram-ზე ქალაქის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქის ჩრდილოეთის გასასვლელში ოთხი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
"ზაფხულის ბოლო დღეები უკრაინის მთელ სამხრეთში ოკუპანტებისთვის ყველაზე ცხელი იქნება", - წერს ფედოროვი.
ადგილობრივი გამოცემა "РИА Мелитополь" Telegram-ზე ოთხი აფეთქების შესახებ იუწყება. მისი თქმით, დაზიანებულია საოკუპაციო არმიის სარადარო ტექნიკა.
"აფეთქებების ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებთა სახლების კედლები შეირყა", - ნათქვამია განცხადებაში.