უკრაინა: მელიტოპოლთან მოკლული ოკუპანტების კრემაცია განუწყვეტლივ მიმდინარეობს
უკრაინის წინააღმდეგ ომში, როგორც ქვეყნის აღმოსავლეთში, ისე სამხრეთში, ყოველდღიურად ასობით რუსი დამპყრობელი იღუპება, მათი სარდლობა კი რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს.
ამის შესახებ 10 აგვისტოს Telegram-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილი რუსები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკრძალეს.
"მელიტოპოლის მახლობლად, ზაპორიჟიეს ოლქში, ღია ზონაში, თითქმის განუწყვეტლივ ტარდება რუსი სამხედროების ცხედრების კრემაცია, რომლებიც ოკუპანტებს სატვირთო მანქანებით მოაქვთ. ადგილობრივი მცხოვრებლები დიდი ხანია გრძნობენ სახასიათო, მძაღე სუნს," - წერს მალიარი.
"ხერსონის მიმართულებით, ოკუპანტები ცხედრები ჩაპლინსკის რაიონული საავადმყოფოს მორგში გადააქვთ, რომლებსაც მოგვიანებით ორ ადგილას მარხავენ, ერთ-ერთი მათგანის ფართობი 100 ჰექტარამდეა." - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 252 200 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.